Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაზეც წერილში ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებდა, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული, ეს პრაქტიკულად გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს

მარშალ პრესი 20/10/2022
ირაკლი კობახიძე

,,ერთადერთი, ჩვენი პოზიცია, იქნება ის, რომ საქართველოში არაფრის ფასად არ დავუშვებთ ომს და არაფრის ფასად არ დავუშვებთ მეორე ფრონტს,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.

კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილი გაიხსენა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ბანკი შანტაჟისთვის იყო გამოყენებული. ხოლო, შემდეგ, ეს კავშირი ვიოლა ფონ კრამონმა გათქვა.

,,როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, იქნება უშედეგო. იგივე მინიშნებები იყო ბანკთან დაკავშირებით. ეს მინიშნებები, სხვათა შორის, შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა გაიმეორა, რაზეც მიანიშნებდა თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული. პრაქტიკულად, ეს გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს. შემდეგ, სცადა უარყოფა, მაგრამ შავით თეთრზე იყო ნათქვამი. ანუ, საბოლოო ჯამში, პირდაპირ ჩანს ეს კოორდინაცია. ვიღაცეებს რაღაცეები წამოცდებათ ხოლმე, რაც კარგია. საზოგადოება, მთავარია, დააკვირდეს ყველაფერს და კარგად წაიკითხოს რეალურად რა ხდება და რა დგას თითოეული ნაბიჯის უკან, რომელსაც დგამენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა,’’ – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მუდმივ რეჟიმში არიან დაკავებული საბოტაჟით, ყველგან აწარმოებენ პირდაპირ მარკეტინგულ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.