Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით

მარშალ პრესი 20/10/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა – დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! -ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.

„ამ ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა -დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი, კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ! ისე, უბრალო შეუიარაღებელი თვალით თუ დავაკვირდებით, თბილისშიც და ბათუმშიც ქუჩაშიც თუ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც ბევრი რუსი და უკრაინელი ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულე თუ ტკბილად მოსაუბრეს (თან ვერ გაარჩევ ვინ ვინაა, რუსულად საუბრობენ!). კიდევ მთავრი დეტალი, ეს რუსები თუ უკრაინელები რესტორანში თუ ქუჩებში მოხეტიალეები, თითქმის ყველა იმ ასაკისაა, წესით ფრონტის ხაზზე, რომ ავტომატი უნდა ეჭიროს ხელში! დავუშვათ რუსები პუტინს გამოექცნენ, ეს ჯან-ღონით სავსე უკრაინელები ვის გამოექცნენ: ზელენსკის, დანილოვს, არესტოვიჩს, არახამიას თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფილიალის წარმომადგენლებს?!

მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: საქართველოში ამერიკის ელჩი, ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონა და უკრაინის მარიონეტი ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ
Next: ირაკლი კობახიძე: რაზეც წერილში ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებდა, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული, ეს პრაქტიკულად გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.