Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და ქალაქ კატოვიცეს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა

მარშალ პრესი 20/10/2022
69

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და ქალაქ კატოვიცეს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მუნიციპალიტეტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ოზურგეთიდან ციტრუსის, თხილის, ჩაის და თაფლის ექსპორტის საკითხი განიხილა.

მათივე ცნობით, ოზურგეთის მერმა პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს ინფორმაცია გაუზიარა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე.

Post navigation

Previous: ჭიჭე ვაშაძე და მისი მიმდევრები განსაკუთრებით არიან შემჩნეულები ორპირობასა და ორმაგ სტანდარტში – ირაკლი ზარქუა
Next: ამ ღვარძლით სავსე ტექსტში არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.