Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ გამოვრიცხავ, თუნდაც ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას – ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად

მარშალ პრესი 19/10/2022
ირაკლი კობახიძე

,,ლომჯარია ისეა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას – ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ფაქტი. მისი თქმით, ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ქართულ ოცნებას საკმარისი 90 ხმა არ გააჩნია.

,,საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოება შეაფასებს ამას. თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, მაგრამ ისინი ასეთი ტრიუკებით დატოვებენ ბურჯანაძეს დე-ფაქტო სახალხო დამცველად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება მძიმე მოვლენა და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს. ოპოზიციის ხელშია სახალხო დამცველის არჩევა.

იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა. რაც შეეხება „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მეკითხებით ფაქტობრივად რას ცვლის, მოხდება ის, რომ პარლამენტს მოუწევს ცხრამეტივე კანდიდატთან გასაუბრების, ნაცვლად შვიდი, რვა, ცხრა კანდიდატისა. ტექნიკურად, ეს პარლამენტისთვის ნიშნავს მეტ ტვირთს, მაგრამ გამჭვირვალეობისთვის შეიძლება არც იყოს ცუდი ,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, როგორც ადამიანის, როგორც ოთხი შვილის მამის, მოვინახულო ყველა, ვინც ტრაგედიამ დააზარალა და ვისი მადლიერი ვარ
Next: თქვენ ბავშვსაც აბულინგებთ, მე არ მითქვამს, თქვენით თქვით – მამუკა მდინარაძე ტვ “პირველი”ს ჟურნალისტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.