Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, როგორც ადამიანის, როგორც ოთხი შვილის მამის, მოვინახულო ყველა, ვინც ტრაგედიამ დააზარალა და ვისი მადლიერი ვარ

მარშალ პრესი 19/10/2022
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გაკეთებულ განცხადებაში გამოეხმაურა იმ აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა მის შეხვედრებს მერიის თანამშრომელ დევი მეზურნიშვილთან და ტრაგედიის მონაწილე მოზარდთან. კალაძის თქმით, ის არა მხოლოდ როგორც თბილისის მერი, არამედ როგორც მოქალაქე თვლის თავს ვალდებულად შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ტრაგედიამ დააზარალა ან მონაწილეობა მიიღო ბავშვების გადარჩენაში.

„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის – დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია, ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც ქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ; მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა; აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი; მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა – თითოეულ ექიმს, ექთანს, ყველა ადამიანს. აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი ნახვა და ამ დღეებში მასაც აუცილებლად ვესტუმრები,“-აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა
Next: არ გამოვრიცხავ, თუნდაც ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას – ჩაანაცვლოს საკუთარი პირველი მოადგილე იმისათვის, რომ კიდევ ერთი, პოლიტიკოსი ბურჯანაძე დატოვოს მოვალეობის შემსრულებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.