Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში სახალხო ტრადიციული დღესასწაული „მაჭახლობა – 2022“ გაიმართა

მარშალ პრესი 19/10/2022
312164447_486248893557701_2235161703058648990_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში სახალხო ტრადიციული დღესასწაული „მაჭახლობა – 2022“ გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას „მაჭახლობის“ დღესასასწაული მიულოცეს, ხეობის ტურისტულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას ისტორიული ხეობისთვის უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის მიმართულებით მუშაობას დაპირდნენ.

“მაჭახლობაზე” ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უცხოელი ტურისტებიც იმყოფებოდნენ.
სახალხო ზეიმი „მაჭახლობა“ 2007 წლიდან მაჭახლის ხეობის სხვადასხვა სოფელში იმართება, წელს ზეიმი სოფელ სინდიეთში გაიმართა.

დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა კულინარიული ნაწარმის დამზადება – დაგემოვნება. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს.

მიმდინარე წელს „საპატიო მაჭახლელი 2022“- ის წოდება მიენიჭათ: როინ მალაყმაძეს, დავით ნაგერვაძეს და მალვინა სირბილაძეს.

„მაჭახლობა-2022“ კონცერტით გაგრძელდა, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ძველი და ახალი თაობის სახალხო მთქმელებმა, თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს.

კონცერტი მოწვეული მომღერალის ბაიარ შაჰინის გამოსვლით დასრულდა.

Continue Reading

Previous: ის, ვინც ჩვენთვის სისხლიანი რეჟიმის ჯალათი იყო – ზურა ადეიშვილი – ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მაღალი დონის ექსპერტი ყოფილა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი “იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის” იწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025