Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: სამწუხაროდ, არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 18/10/2022
გიორგი ამილახვარი

სამწუხაროდ, არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც ამ დღეს გავრცელდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ინფორმაციაც იმ წუთში, იმ დროს ვრცელდებოდა, როდესაც მე კომენტარზე ვიდექი და დავეყრდენი ჟურნალისტის კითხვას, საიდანაც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სამშენებლო მოედანზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

დეპუტატმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც, მისივე თქმით, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს მისი კომენტარი.

„მადლობა მინდა ვუთხრა პრაქტიკულად მთლიანად საპარლამენტო ოპოზიციას, რომლებმაც როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო კომენტარებშიც სწორად შეაფასეს ჩემი კომენტარი და ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ვთქვათ დაინტერესება, რომ პოლიტიკური ჩირქი მოგცხოს, მიხვდებოდა, რომ მე მსგავსი არაფერი მიგულისხმია. ეს იყო სხვა დროს და სხვა კონტექსტში გაკეთებული კომენტარი”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა, ვენეციის კომისია 13 დეკემბრამდე პასუხს არ გვიბრუნებს, რატომ ხდება ასე არ ვიცი
Next: სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.