Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა, ვენეციის კომისია 13 დეკემბრამდე პასუხს არ გვიბრუნებს, რატომ ხდება ასე არ ვიცი

მარშალ პრესი 18/10/2022
ირაკლი კობახიძე

გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა, ვენეციის კომისია 13 დეკემბრამდე პასუხს არ გვიბრუნებს. როდესაც დაჩქარებული წესით ხდება მოთხოვნა, ვიცით, რომ ხშირად ერთ კვირაშიც კი დაუბრუნებიათ დასკვნა, ამ შემთხვევაში რატომ სჭირდებათ ორი თვე, არ ვიცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის იდეას გამოეხმაურა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის ეკითხათ აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული მაგალითები უპრეცედენტოა.

„ერთი ცუდი გამოცდილება გვაქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით – 13 დეკემბრამდე არ გვიბრუნებენ პასუხს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდოდა საარჩევნო კოდექსი 15-16 დეკემბრამდე მიგვეღო, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა შედგებოდა. რატომ ხდება ეს ასე არ ვიცი. როდესაც დაჩქარებული წესით ხდება მოთხოვნა, ვიცით, რომ ხშირად ერთ კვირაშიც კი დაუბრუნებიათ დასკვნა. ამ შემთხვევაში რატომ სჭირდებათ ორი თვე, არ ვიცი. ამის გათვალისწინებით, შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი დამატებით ამ ვადების გახანგრძლივება,“ – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რასისტული ქვეტექსტებით აფასებენ ჩვენს შეხვედრებს რუანდაში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ ქსენოფობიურ სახეს
Next: გიორგი ამილახვარი: სამწუხაროდ, არასწორი აღქმა გაჩნდა ჩემს კომენტარზე, რომელიც გავრცელდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.