Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ დღეს ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა

მარშალ პრესი 15/10/2022
ვატო შაქარიშვილი

,,რა მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ?! უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სისხლში გაქვთ ხელები ამოსვრილი! ან მონაწილეები იყავით იმ სისასტიკის ან ამაზრზენად აპრავებდით ან უყრუებდი,”– ასე ეხმიანება ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

როგორც შაქარიშვილი წერს, ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა.

,,რა მორალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ?! უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სისხლში გაქვთ ხელები ამოსვრილი! ან მონაწილეები იყავით იმ სისასტიკის ან ამაზრზენად აპრავებდით ან უყრუებდით… სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… ამ პრინციპით ცხოვრობდით!კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდით, ხმა არ ამოგიღიათ მასობრივ მკვლელობებსა და წამებაზე!!! რა ხდებოდა თუ ციხეში თუ ქუჩებში…?! მორალური პედესტალიდან ლაპარაკობთ?! ვის დააჯერებთ, რომ პატარა ანგელოზის სიცოცხლე გადარდებთ…?!

ღამის ვამპირებივით უმალ რომ გამოეყრებით, ერთ წამში ყველა დარგის ექსპერტები ხდებით… საქმე თქვენ არ გიკეთებიათ… არც წარმატების ფასი იცით და არც დაშვებულ შეცდომაზე სინანული…

კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ დღეს ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა!!!” – წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის მთავრობას, მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა
Next: ოლაფ შოლცი: თბილისიდან – ლისაბონამოდე, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელს ევროპაში უნდა ისმოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.