Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის მთავრობას, მაღაროში აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა

მარშალ პრესი 15/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

Continue Reading

Previous: ეს კაცი “ნაცების” მიერ დაქირავებული PR კონსულტანტია
Next: კალაძეს და მერიას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ დღეს ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა და მიზეზები არ გარკვეულა, თანაგრძნობის გარდა, ყველა სიტყვა სპეკულაცია და ბინძური პოლიტიკური მავნებლობაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025