Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერავინ იტყვის იმას, რომ კახა კალაძემ გულგრილობა გამოიჩინა და მისი პირდაპირი ბრალეულობა ვლინდება ამ ტრაგედიაში! – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 14/10/2022
ლევან მამალაძე

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადოთ მეფარიშვილების ოჯახს! ვაკის პარკის ტრაგედია ნებისმერ ჩვენთაგანს შეიძლება დამართოდა. დამნაშავენი განურჩევლად თანამდებობისა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ! ისინი ვინც ამ ტრაგედიას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს, უზნეონი და უსამშობლონი არიან!
გამოძიებამ და სხელმწიფო ექსპერტიზამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს: მთავარი საკითხი ის არის, რომ ოფიციალურად ექსპლოატაციაში მიღებული ვაკის პარკის შადრევანი , რატომ გახდა სიკვდილის წყარო?! რამდენად სრულყოფილი იყო პროექტი? რამდენად შეესაბამება პროექტს შესრულებული სამუშაოები, როგორც სამშენებლო ნაწილში ასევე შეძენილი მასალების ხარისხის თავლსაზრისით? რამდენად სამართლიანი და ღია იყო გამოცხადებული ტენდერი ვაკის პარკის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.
რა კრიტერიუმების საფუძველზე გაიმარჯვა „გრინ სერვისმა“ და არსებობს თუ არა ნეპოტიზმის საფუძვლები? რა ხარისხით შესრულდა სამშენებლო სამუშაოები მთავარი კონტრაქტორის და ქვეკონტრაქტორების მხრიდან? ვინ მიიღო სამუშაოები ექსპლუატაციაში და რამდენად შეესაბამება ის სტანდარდებს? თბილისის მერიის სამსახურებმა , განახორციელეს თუ არა სამუშაოების შესრულებაზე და მიღებაზე კონტროლი, რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების მოთხოვნებს? და სხვა
ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ნაადრევად და არამართებულად მიმაჩნია. ვერავინ იტყვის იმას, რომ კახა კალაძემ გულგრილობა გამოიჩინა და მისის პირდაპირი ბრალეულობა ვლინდება ამ ტრაგედიაში! ზემოთ დასმულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხის შემდეგ, შეიძლება ვიმსჯელოთ თანამდებობოი პირთა ბრალეოლობაზე!
აქვე აღვნიშნავ, რომ სერვისების დახვეწის, ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის სისტემა არ არსებობს სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში. ეს ხშირად სახელმწიფო უწყებების მიმართ, მოქალაქეთა განაწყენების საფუძველი ხდება. აღნიშნული პრობლემა ცალკე მსჯელობას საჭიროებს!” – წერს ლევან მამალაძე

Continue Reading

Previous: მთელი სამოქალაქო საზოგადოება კახა კალაძის გადადგომას ითხოვსო და გვაჩვენა ნატა ფერაძე ბანერით – ბონდო მძინარაშვილი
Next: რა კადრები მოიპოვა “რუსთავი 2-მა” – ჩართულ შადრევანში მერიის თანამშრომელი შადრევნის ტექნიკური გამართულობას და უსაფრთხოებას ხშირად ამოწმებდა (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025