
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მთელი სამოქალაქო საზოგადოება კახა კალაძის გადადგომას ითხოვსო, – გვაცნობა ჟურნალისტმა და გვაჩვენა ნატა ფერაძე ბანერით “კალაძე გადადგება”, რომელიც ეულად იდგა მერიის შენობის წინ.
მადლობა, ნატა! შენა ხარ მთელიც, სამოქალაქოც და საზოგადოებაც!
P. S. გუშინ ცოტნე კობერიძემ პირდაპირ ეთერში ხელი გაიშვირა და გვითხრა, – იქ, ავტობუსის გაჩერებაზე უფრო მეტი ხალხიაო. თვითონ მერიის შენობის წინ იდგა თანამოაზრეებთან ერთად და მერის გადადგომას ითხოვდა.
P. P. S. დღეს აღარც ცოტნე ჩანდა ნატას გვერდით. მადლობა, ცოტნე!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.