Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“კუბოსთან მოცეკვავე, გვამზე დუჟმორეული გიენები”  – ოთხი შვილის მამას, რომელსაც ყველაფერზე მეტად ბავშვები უყვარს და მკვლელს უწოდებ…

მარშალ პრესი 13/10/2022
ჯაყელი

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი ეხმიანება ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრალდებას თბილისის მერის მიმართ, რომ ის არის მკვლელი.

ვიზიარებ მწუხარებას ოჯახისა და სრულიად საქართველოსი! ღმერთო, ყველა შვილი კარგად ამყოფე, გემუდარები. 

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, განურჩევლად თანამდებობისა, მაგრამ დამნაშავე და არა ისინი, ვინც “გვინდა” იყოს დამნაშავე

პოლიტიკური ნეხვი, ვითომ მგლოვიარე ბრბო! ოთხი შვილის მამას, რომელსაც ყველაფერზე მეტად ბავშვები უყვარს და მკვლელს უწოდებ, რას იმსახურებს თუ არა იმას, რომ დაარქვა თავისი სახელი, რომელიც ასე ჟღერს: “კუბოსთან მოცეკვავე, გვამზე დუჟმორეული გიენები” 

გაქვს უფლება არ მოგწონდეს მერი, არ იზიარებდე მის პოლიტიკურ ხედვას, არ გიყვარდეს თავად კახი და ოპონირებდე მას ნებისმიერ საკითხში. არ მოგწონდეს მის მიერ დაგეგმილი ქალაქი და ასე შემდეგ რიგი არაერთი სხვა საკითხისა, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, მაგრამ ამხელა ტრაგედია, რომელიც დღეს დატრიალდა, დააბრალო ადამიანს, რომელსაც სხვა თუ არაფერი ოთხი შვილი ჰყავს, ყველაფრის მკადრებელი ხარ და სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ეს არაადამიანები საზოგადოებრივ, ნებისმიერ აქტივობას!

ღმერთო, ჩაიკარი გულში 13 წლის გოგონა და მის მშობლებს გამძლეობა მიეცი, რომლებიც არ დაინდეს დღეს და ამხელა უბედურებას ისიც დაუმატეს, რომ მათი ტრაგედიით, პოლიტიკური მეძავები სპეკულირებენ!”- წერს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე – დიახ, ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს მკაცრად – გამოიკვეთება, რომ ვინმემ თვალი დახუჭა? მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს პასუხისმგებლობას
Next: ჩვენ პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივებზე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.