Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს „ნაცმოძრაობის“ სექტამ ჩემი პასუხი ისე დაამახინჯა, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ბუჩაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულები

მარშალ პრესი 06/04/2022
ანრი ოხანაშვილი

დღეს ისიც კი იკადრეს ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა, და შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მთელმა სექტამ, რომ ჩემი პასუხი, რომელიც ეხებოდა კითხვას საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციების შესახებ, კონტექსტიდან ისე ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მოხდა ბუჩაში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოითხოვა კონკრეტული ინფორმაციისა და ფაქტების მოწოდება – შესაძლო დანაშაულის გამოძიების, შესაბამისი პირების მხილების და პასუხისგებაში მიცემის მიზნით. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას დააბრალო ისეთი რამ, რაც ემსახურება საზოგადოებაში მღელვარების გაჩენას, შემდეგ კი ამის უარყოფა მოითხოვო, ეს არც დიპლომატიურ ურთიერთობებში არ ჯდება. ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება, ყველა უწყების მხრიდან, მაგრამ ასე უაპელაციოდ საუბარი არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ყველა დონეზე, ვართ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. არის კომუნიკაცია უკრაინის საელჩოსთან, მოთხოვნილია კონკრეტული საკითხები, რაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი არამეგობრული, არადიპლომატიური განცხადებები. დღეს ისიც კი იკადრეს ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა, და შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მთელმა სექტამ, რომ ჩემი პასუხი, რომელიც ეხებოდა კითხვას საქართველოს წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციების შესახებ, კონტექსტიდან ისე ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, თითქოს მე დავუშვი ის, რომ უკრაინულმა მხარემ „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით გააყალბა ის უმძიმესი დანაშაულები, რაც მოხდა ბუჩაში. ასეთ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან და ჩართულები არიან საინფორმაციო ომში საქართველოს წინააღმდეგ“, – აცხადებს

Continue Reading

Previous: გიორგი ამილახვარი: განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, რომ სკოლებში უკრაინული სექტორი შეიქმნას და ვფიქრობ, ახლო მომავალში გვექნება გარკვეული ხელშესახები შედეგი
Next: საქართველოს კანონმდებლობაში შემოდის ახალი ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025