გიორგი ამილახვარი: განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, რომ სკოლებში უკრაინული სექტორი შეიქმნას და ვფიქრობ, ახლო მომავალში გვექნება გარკვეული ხელშესახები შედეგი

IMG.GE

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას უკრაინული სექტორი და ვფიქრობ, ახლო მომავალში გვექნება გარკვეული ხელშესახები შედეგი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამარტივებული წესით ყველა უკრაინელი ბავშვი ჩავრიცხოთ სკოლებში და უკვე 380-მდე მოსწავლემ ისარგებლა ამ უფლებით. ისინი საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებში ეუფლებიან სასკოლო განათლებას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ ამ პროცესში, რომ მარტივად მოხდეს ადაპტაცია გარემოსთან, ასევე მეთოდიკისა და ენის ბარიერის თვალსაზრისით. ამისთვის პროცესში სხვა და სხვა პირები არიან ჩართული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას უკრაინული სექტორი და ვფიქრობ, ახლო მომავალში გვექნება გარკვეული ხელშესახები შედეგი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით და ამ ყველაფრის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება“,- აღნიშნა ამილახვარმა.

IMG.GE
გაზიარება