Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერის განცხადება ვაკის პარკში, 13 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 13/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

„ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტრაგედია დღეს, ვაკის პარკში დატრიალდა. ორი მოზარდი, რომლებიც ვაკის პარკში მდებარე შადრევანში ბურთის გამოსატანად შევიდნენ, დენმა დაარტყა.

13 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

რაც ეხება მეორე დაშავებულ ბიჭს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

Post navigation

Previous: ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა
Next: ყველა დაისჯება – კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.