ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა კლინიკის ექიმმა.
მისი თქმით, დაშავებული გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
„მოყვანილი იქნა ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით. მოხდა პირველი პაციენის, ბიჭის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დასტაბილურების შემდეგ მოხდა პროფილურ პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა.
შემთხვევა დღეს მოხდა, მოზარდები ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.
