Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული

მარშალ პრესი 12/10/2022
ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩები საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების მიუღებლობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ინფორმაციით, დიპლომატები შეთანხმდნენ ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების მანდატზე, რაც არის პასუხი რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

„უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნისა და მათი ხალხის გვერდით“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადების მიხედვით, ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარესაზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.

ამ მანდატის საფუძველზე, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი
Next: იმ ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს, რაც ახლა სავალუტო ფონდს საქართველოსთვის აქვს, შესაძლოა 2030 წელს ეკონომიკამ ერთ სულზე 15 ათას დოლარს გადააჭარბოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.