Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი

მარშალ პრესი 12/10/2022
ჯო ბაიდენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, სადაც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზე კეთდება აქცენტი, აღნიშნულია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ.

„რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. გავაგრძელებთ თურქეთთან თანამშრომლობას დასავლეთთან მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად. ვიმუშავებთ ევროპისთვის ტერორისტული საფრთხეების აღკვეთაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

Post navigation

Previous: გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს უსინდისო მედროვეებს და ფანატიკოსებს უწოდებს
Next: ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზისთვის და შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად არ იყოს მიღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.