Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 12/10/2022
ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც ჩვენ , რა თქმა უნდა ვგმობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Post navigation

Previous: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინი იმის გააზრებას იწყებს, რომ რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო
Next: გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს უსინდისო მედროვეებს და ფანატიკოსებს უწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.