Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარშალ პრესი 10/10/2022
ხელვაჩაური
📌 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🔹 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ 41 პედაგოგს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
🔹 მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები ღებულობდნენ მონაწილეობას.
დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
🔹 ღონისძიებას განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის რესურს ცენტრის დირექტორი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა დაფინანსებით ჩატარდა.
🔹 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, კიდევ ერთხელ ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ დღეს!

Post navigation

Previous: ოზურგეთში ღვინის ფესტივალი გაიმართა
Next: 13 ოქტომბერს მაჭახელას ხეობაში, სოფელ სინდიეთში ფესტივალი ,,მაჭახლობა 2022“ გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.