Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში ღვინის ფესტივალი გაიმართა

მარშალ პრესი 10/10/2022
ღვინის ფესტივალი

ოზურგეთში ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, დასწრებოდნენ საწნახელში ყურძნის დაწურვას; ჭაჭის გამოხდას; პურის ცხობას; ჩურჩხელების ამოვლებას. ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრამდე, ქვეყნის 25 ქალაქს მოიცავს. #ღვინისდღეები #WinedaysGeorgia #გურია

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.