
ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“, 8000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით, ვიყურებით მომავალში! – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი Twitter-ზე წერს.
„ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ახალ ყოველწლიურ ფესტივალს „ღვინის დღეები საქართველოში“, რომლის მიზანია ქართული მეღვინეობის პოპულარიზაცია ევროკავშირისა და გლობალურ ბაზრებზე. 8000-წლიან ტრადიციებზე დაყრდნობით, ვიყურებით მომავალში!“ – წერს ელჩი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.