Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად

მარშალ პრესი 06/04/2022
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ჟოზეფ ბორელსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმავონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს ძირითადი რეფორმების პრიორიტეტებში, კერძოდ შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: მადლობა ალენ სიმონიანს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გულთბილი მასპინძლობისთვის, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენსა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაგრძელება
Next: საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.