Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლებს არავინ უსმენს. ეს ტყუილია

მარშალ პრესი 09/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ. ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსმენებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი მაგალითია ჰაკერული ორგანიზაციების მიერ მობილური ტელეფონების გატეხის.

„ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობენ, რომლებსაც აქვთ საშუალება, გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნათ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და მათ არავინ უსმენს.

„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი: ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება
Next: პრემიერი: ჩვენი სურვილია ყოველწლიურად აღვნიშნოთ ღვინის ფესტივალი. მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, არა მხოლოდ კახეთში, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც ღვინო იწარმოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.