Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება

მარშალ პრესი 09/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი – ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, – ამის შესახებ პრემიერმა თელავში, „ხალხის ძალის“ შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას.

„მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი, ყოველ ჯერზე როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს: დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი -ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი: უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება, მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს
Next: ხელისუფლების წარმომადგენლებს არავინ უსმენს. ეს ტყუილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.