Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისს“ მთავარი დასკვნა არ გამოაქვს – რომ საქმე აქვს შეუპოვარი ბუნების ადამიანთან, რომლისთვისაც სამართლიანობა გაცილებით უფრო სახელმძღვანელო არის, ვიდრე ზიანის ანაზღაურება

მარშალ პრესი 09/10/2022
ვიქტორ ყიფიანი

სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა უდიდესი რეპუტაციული თუ ფინანსური ზარალის მიუხედავად ბანკი როგორც ეკონომისტები აფასებენ თვითგანადგურებას განაგრძობს და მორიგების ნაცვლად, ყველა რესურსის გამოყენებით საქმის გაჭიანურებას ცდილობს. „იმედის კვირა“ ივანიშვილის ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს გაესაუბრა.

„მთავარი, სადაც ყველა ვალდებულების დარღვევა იყრის თავს, არის ნდობა. ნდობა მთავარი პრინციპია, რაც ზოგადად საბანკო სისტემას ამოძრავებს. როდესაც კლიენტის მხრიდან ბანკის მიმართ ნდობა იკარგება, სწორედ იმიტომ, რომ ბანკი იდენს გაუგონარ დარღვევებს, რა თქმა უნდა სხვა დანარჩენზე საუბარი ზედმეტია. ნებისმიერი ასეთი საქმის გახანგრძლივება პირველ რიგში ბანკის რეპუტაციას ურტყამს და ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ბანკმა შეიძლება მიიღოს ამ ნდობა-უნდობლობის მიჯნაზე. ჩვენს შემთხვევაში კი უცნაურად თავგამოდებულად მოქმედებს ბანკი.

წლები გადის, ბანკი მარცხთან ერთად განიცდის უფრო დიდ მარცხს და, რაც მთავარია, მთავარი დასკვნა არ გამოაქვს – რომ საქმე აქვს შეუპოვარი ბუნების ადამიანთან, რომელიც ამ საქმეს არ დათმობს ელემენტარული მოსაზრების გამო, რომ სამართლიანობა გაცილებით უფრო სახელმძღვანელო არის მისთვის, ვიდრე იმ ზიანის ანაზღაურება, რაზეც ვსაუბრობთ.

ფაქტების ერთობლიობა – თუ რა საბაბით მოხდა თანხების ბლოკირება ტრასტების ანგარიშებზე, თუ როგორი გაჭიანურებული ხასიათი მიიღო ამ დავამ, თუ როგორ მოქმედებს ბანკი და მისი სატრასტო სტრუქტურები (არა მარტო სამოქალაქო, არამედ სისხლისსამართლებრივ სფეროში), ისევე ის თუ როგორ მოქმედებენ შვეიცარიის საჯარო სტრუქტურები – ფინანსური მარეგულირებელი, პროკურატურა – ეს ფაქტები ერთობლიობაში უცნაურ სურათს ქმნის, როდესაც ბანკის და შესაძლოა სხვა აქტორების მხრიდან (დაშვებას ვაკეთებ მხოლოდ) დამოკიდებულება ბატონი ივანიშვილის მიმართ არის არა როგორც ყოფილი კლიენტის მიმართ, არამედ რაღაც სხვა ახსნა შეიძლება მოიძებნოს“, – ამბობს ადვოკატი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „კრედიტ სუისზე“: ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ
Next: მიხეილ ყაველაშვილი: Credit Suisse -თან დაკავშირებით შანტაჟის მაგვარი პროცესები მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.