Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „კრედიტ სუისზე“: ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ

მარშალ პრესი 09/10/2022
ირაკლი კობახიძე

იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბანკის მხრიდან საქმეში ფინანსური ინტერესის არარსებობისას ლოგიკურად ერთადერთ ინტერესად პოლიტიკური რჩება. ამ რეალობის გათვალისწინებით კი მინიშნებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ადვოკატისა თუ ექსპერტების მხრიდან გაკეთდა, საფუძვლიანია.

„გადავიარეთ ზეწოლის არაერთი ტალღა, რაც უკავშირდებოდა ომის რიტორიკის გაღვივებას და ეს ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის, მათთან დაკავშირებული არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, ეს ხორციელდებოდა ქვეყნის გარეთ, როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, ასევე ცალკეული უცხოელი ლობისტების მხრიდან. პირდაპირი მოწოდება იყო ომისკენ, ამას ჩვენ არ ვაკეთებდით და ამასთან ერთად მიდიოდა პირდაპირი ღია შანტაჟი.

ასევე, იცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში გაკეთდა ჩანაწერი და მერე ასევე იყო მითითება „კრედიტ სუისზე“, „კრედიტ სუისმა“ მიუთითა ამ რეზოლუციაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ღია პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა საქმემ და ბიძინა ივანიშვილმა ღიად მიანიშნა საზოგადოებას, რომ მას ევაჭრებოდნენ, პირდაპირ სთავაზობდნენ ამ 2 მლრდ დოლარის დაბრუნებას გარკვეული ნაბიჯების სანაცვლოდ. ეს ნაბიჯები შეიძლებოდა თეორიულადაც ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები. ხშირად უთქვამთ ოპონენტებს, მოუწოდებიათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. დაბრუნება შეიძლება აინტერესებდეთ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან რაღაც უნდა უკარნახოს ხელისუფლებას. ამას ვერ აღწევენ. შანტაჟი გრძელდება. შანტაჟი გრძელდება სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის რია შანტაჟი, იგივე უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს ყველაფერი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საქმე თავისი შინაარსით არის არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: დავით ხიდაშელი: რამდენადმე კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს აჟღერებს, მე მგონია, რომ საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ძირითადი თემებიდან
Next: ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისს“ მთავარი დასკვნა არ გამოაქვს – რომ საქმე აქვს შეუპოვარი ბუნების ადამიანთან, რომლისთვისაც სამართლიანობა გაცილებით უფრო სახელმძღვანელო არის, ვიდრე ზიანის ანაზღაურება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025