Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის მშვიდობა და უსაფრთხოებაა

მარშალ პრესი 09/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი შეაჯამა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერებს პრაღაში ძალიან საინტერესო დისკუსიები ჰქონდათ.

„მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ევროპასა და მთელს მსოფლიოშია უსაფრთხოების გამოწვევაა – ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მშვიდობა და უსაფრთხოება ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის. მეორე მთავარი თემა ენერგოუსაფრთხოება იყო. დღეს ევროპაში ძალიან მწვავე ენერგოკრიზისია, იმიტომ რომ რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება 7%-მდე შეამცირა და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში. აი ამ თემებზე იყო საუბარი. ბუნებრივია, უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის. ასეთი კრიზის მთელს მსოფლიოში არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე ლევან თედიაშვილზე: მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ ეხმარება, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე
Next: ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.