Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე ლევან თედიაშვილზე: მას სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ ეხმარება, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე

მარშალ პრესი 08/10/2022
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

კახა კალაძის თქმით, ბატონ ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარის ოდენობის ყოველთვიური დაფინანსება.

თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისის მუნიციპალიტეტიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: მიხეილ სარჯველაძე: მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს არის გენერალური პროკურორის არჩევის საუკეთესო მოდელი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის მშვიდობა და უსაფრთხოებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025