Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ყველამ კარგად იცის ამერიკული ლობიზმი და მისი გავლენები განსაკუთრებით შვეიცარიაშია, სადაც დაწყებული საფინანსო-საბანკო ინსტიტუტების კონტროლი, დამთავრებული მას-მედიით სრულად მონოპოლიზირებულია

მარშალ პრესი 07/10/2022
ზურაბ ქადაგიძე

„საუკუნის ძარცვა” -ძალიან სწორად დაასათაურა ზაზა შათირიშვილმა შვეიცარული ბანკის დანაშაული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს საქმე დიდი ხანია გასცდა იურიდიულ ნიუანსებს და მოიცვა, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცეები- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ზაზა შათირიშვილის განცხადების შესახებ.
მისი თქმით დიდი მკითხაობა არ არის საჭირო, რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2008-10 წლებში მოქმედება ბანკმა, რომელმაც საკუთარი რეპუტაციაც კი შესწირა ამ საქმეს.
„საუკუნის ძარცვა” -ძალიან სწორად დაასათაურა ზაზა შათირიშვილმა შვეიცარული ბანკის დანაშაული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს საქმე დიდი ხანია გასცდა იურიდიულ ნიუანსებს და მოიცვა, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცეები…
ამ ვრცელ წერილში განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ნაწილი- “ამერიკელები შვეიცარიაში, პრაქტიკულად, ყველა გავლენიან ინსტიტუტს აკონტროლებენ, რაშიც საბანკო და სასამართლო სისტემებთან ერთად, მედიაც შედის.”
დიდი მკითხაობა არ არის საჭირო, რომ მარტივი ლოგიკით მიხვდე, რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2008-10 წლებში მოქმედება ბანკმა, რომელმაც საკუთარი რეპუტაციაც კი შესწირა ამ საქმეს…
შემდეგ რეპუტაციაშერყეული ბანკის დანაშაული ერთ ადამიანს აჰკიდეს და როდესაც საქმე დასასრულისკენ უნდა წასულიყო, ამ ერთადერთმა მოწმემ საეჭვო ვითარებაში თავი მოიკლა…
შემდეგ დაიწყო აღსრულების დროში გაწელვა და ევროკავშირის რეზოლუციის მოშველიება ალიბად…
ყველამ ძალიან კარგად იცის ამერიკული ლობიზმი და მისი გავლენები განსაკუთრებით შვეიცარიაშია, სადაც დაწყებული საფინანსო-საბანკო ინსტიტუტების კონტროლი, გაგრძელებული სასამართლო ხელისუფლებით და დამთავრებული მას-მედიით სრულად მონოპოლიზირებულია “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” ხელით…

მოკლედ, უცხადესია, რომ ეს “საუკუნის ძარცვა” დაიგეგმა და განხორციელდა არამხოლოდ ბანკის მენეჯერთა ხელით, არამედ კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებში, რომელთაც სურვილი ჰქონდათ და აქვთ ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოპოვების…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ძალიან დიდი მანქანა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის, ვისთან აქვს საქმე
Next: ნიკა მელიას პარტიაში ხელი მოტეხეს – ვრცელდება ინფორმაცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ხელჩართული ჩხუბის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.