Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ძალიან დიდი მანქანა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის, ვისთან აქვს საქმე

მარშალ პრესი 07/10/2022
თეა წულუკიანი

ბევრი ითქვა და ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ ეს დავა რეალურად სამართლებრივი დავა არ არის და ეს უფრო პოლიტიკურ პაექრობას დაემსგავსა. რაღაც ძალა ბანკის შიგნით და ალბათ, ბანკის გარეთაც, ერთად თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობს, ეს ყველაფერი აქციონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერკეტად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ძალიან დიდი მანქანა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის, ვისთან აქვს საქმე.

„მე ვერ დავიჩემებ, რომ ბატონ ბიძინას ყველაზე კარგად ვიცნობ, მაგრამ საკმარისად კარგად ვიცნობ იმისათვის, რომ ხმამაღლა ვთქვა – ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ძალიან სერიოზული პოლიტიკური მეტოქეა, არამედ ის სამართლებრივ დავაში ჯერ ერთი არ შევიდოდა თუ არ ექნებოდა არგუმენტები შეიარაღებაში, თუ არ იქნებოდა ცამდე მართალი, ის ასე ამ საქმეს ნამდვილად არ გაუშვებს. მთავარი მიზანი ისაა, როგრც ეს იყო პოლიტიკურ ბრძოლაში რომ მან აჩვენოს ის, რაც არის მისი კრედო, რომ ყველაზე მაღლა დგას ქვეყანა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და მისი სამშობლოა. ვერავითარი ფული, რაც არ უნდა დიდი იყოს თანხა, არ გამოაყენებინებს ის ამას ბერკეტად იმისათვის, რომ მან შეიცვალოს პოზიცია და ქართული სახელმწიფო გაწიროს. უარი თქვას იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარია, ეს არის სამშობლო. ფულის გამო კი არა, მახსოვს და თქვენც გახსოვთ, რომ მისი სიცოცხლის საფრთხეც იყო და მან ამის წინაშეც კი არ დაიხია 2011-12 წლებში უკან და ბოლომდე გაიტანა ის, რაც იყო ქვეყნის ინტერესი. მას არ ებრძვიან უბრალო ადამიანები, როგორც ჩანს, მას ებრძვის ძალიან დიდი მანქანა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის, ვისთან აქვს საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: ჩნდება სერიოზული კითხვები, არის თუ არა ეს სასამართლო დავა და ხომ არ არის რაღაც ტიპის გადაკიდება ბანკის მხრიდან ერთ კონკრეტულ ადამიანზე
Next: ზურაბ ქადაგიძე: ყველამ კარგად იცის ამერიკული ლობიზმი და მისი გავლენები განსაკუთრებით შვეიცარიაშია, სადაც დაწყებული საფინანსო-საბანკო ინსტიტუტების კონტროლი, დამთავრებული მას-მედიით სრულად მონოპოლიზირებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.