Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ვოლსკი – ივანიშვილი ის პიროვნება არაა, რომელიც ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე შეიძლება წავიდეს, თუკი ასეთი იქნება შეთავაზებული საქართველოს ინტერესების ხარჯზე – ეს არის მთავარი ფორმულა

მარშალ პრესი 06/10/2022
ვოლსკიი

ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნება არ არის, რომელიც ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე შეიძლება წავიდეს, თუკი ასეთი იქნება შეთავაზებული საქართველოს ინტერესების ხარჯზე – ეს არის მთავარი ფორმულა! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, Credit Suisse-მა საკუთარი რეპუტაცია არა მხოლოდ დააზიანა, არამედ მთელ შვეიცარიულ საბანკო სისტემის რეპუტაციას უშველებელი დარტყმა მიაყენა.

“საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-მა ევროპარლამენტის დადგენილებით – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აბსოლუტურად უსაფუძვლო და უტიფარი შინაარსის მქონე რეზოლუციით იხელმძღვანელა. ამით სამართლებრივ სივრცეში არსებულ დავას ბანკმა პოლიტიკური სარჩული დაუდო. აქაც ეჭვები წარმოიშვა, თუ ვისგან და როგორ მოდის დაზიანების ეს ხარისხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს ცნობით, ივანიშვილის საქმის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში 5-23 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაც.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი: იმუშავა უმრავლესობამ, დააინიცირა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, უკრაინაში უკვე მიღებული, მაგრამ გამობრძანდა ქალბატონი ელჩი და გვითხრა, რომ აღნიშნული მოდელი არ ივარგებს, თუ არ ჩავწერთ კონკრეტული ადამიანის სახელს და გვარს ბიძინა ივანიშვილს
Next: საშიში პროგრამა Agent Tesla პაროლების მოსაპარად სპამის საშუალებით ვრცელდება კორპორატიულ ფოსტაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.