Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა
  • უკატეგორიო

ვატო შაქარიშვილი: იმუშავა უმრავლესობამ, დააინიცირა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, უკრაინაში უკვე მიღებული, მაგრამ გამობრძანდა ქალბატონი ელჩი და გვითხრა, რომ აღნიშნული მოდელი არ ივარგებს, თუ არ ჩავწერთ კონკრეტული ადამიანის სახელს და გვარს ბიძინა ივანიშვილს

მარშალ პრესი 06/10/2022
ვატო შაქარიშვილი

,,აშშ-ის ელჩის უკანასკნელი განცხადებები, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ქართული ოცნების მიერ გაწეული შრომის მიუხედავად, ე.წ. 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე პასუხს მივიღებთ “ქუდი რატომ არ გახურავს” პრინციპით,’’ – წერს ორგანიზაცია ,,აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი. როგორც შაქარიშვილი წერს, ევროკავშირის ბიუროკრატიისგან აღარაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მორიგი უსამართლო დამოკიდებულებით, ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, ისევ მათ წინააღმდეგ განაწყობენ ქართველ ხალხს! ,,აშშ-ის ელჩის უკანასკნელი განცხადებები, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ქართული ოცნების მიერ გაწეული შრომის მიუხედავად, ე.წ. 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე პასუხს მივიღებთ “ქუდი რატომ არ გახურავს” პრინციპით. რეკომენდაციების აღნიშნული პაკეტი, ქვეყნის ომში ჩათრევის ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც კანდიდატის სტატუსზე დაჩქარებული განაცხადი. რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაც გვიქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ შემდგომი პასუხებიც არასამართლიანი იქნება – 1. რეკომენდაციებს არ ახლავს ობიექტური შეფასების კრიტერიუმები. 2. სტატუსზე უარსა და ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციასთან დაკავშირებით გვაქვს უკიდურესად ნეგატიური გამოცდილება. 3. არსად წასულა, საქართველოში სახალხო მღელვარების გამოწვევის სურვილი ხელისუფლების შეცვლის, საბოლოოდ კი, ომში ჩართვის მიზნით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. იმუშავა უმრავლესობამ, დააინიცირა თავსმოხვეული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, უკრაინაში უკვე მიღებული და ევროკავშირის მიერ მოწონებული კანონის მიხედვით, მაგრამ გამობრძანდა ქალბატონი ელჩი და გვითხრა, რომ აღნიშნული მოდელი არ ივარგებს, თუ “ქართულ სპეციფიკას” არ გავითვალისწინებთ, ანუ თუ არ ჩავწერთ ერთადერთი კონკრეტული ადამიანის სახელსა და გვარს – ბიძინა ივანიშვილს! ამ განცხადებით, კელი დეგნანი ღიად ჩაერია ევროსტრუქტურების კომპეტენციაში და ფაქტობრივად დაადასტურა ვიოლა ფონ კრამონის სკანდალური განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის უკან აშშ იდგა. სწორედ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია გაახმოვანა და მთავარი პირობა ძალიან მკაფიოდ ჩამოგვიყალიბა ვიოლა ფონ კრამონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში: “თუ თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, თუ გინდათ, რომ გაიაროთ ევროკავშირში მისაღები პროცედურები, მეორეს მხრივ გინდათ თავიდან აიცილოთ, საკუთარი თავის ნათლად პოზიციონირება ამ უკიდურესად სასტიკ ომში, გეტყვით, რომ ეს თითქმის შეუძლებელია.” “ნათლად პოზიციონირებაში” ომის დაწყება იგულისხმება, რადგან პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, შესაძლებელზე მეტია გაკეთებული. ევროკავშირის ბიუროკრატიისგან აღარაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ მორიგი უსამართლო დამოკიდებულებით, ხელისუფლების წინააღმდეგ კი არა, ისევ მათ წინააღმდეგ განაწყობენ ქართველ ხალხს!’’ – წერს ვატო შაქარიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: ერთ-ერთი მთავარი რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილი შავი ფულია
Next: გია ვოლსკი – ივანიშვილი ის პიროვნება არაა, რომელიც ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე შეიძლება წავიდეს, თუკი ასეთი იქნება შეთავაზებული საქართველოს ინტერესების ხარჯზე – ეს არის მთავარი ფორმულა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025