Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ორი თვის განმავლობაში მიდიოდა ხელისუფლების რყევა, რომ რაღაცნაირად არჩევნების დელეგიტიმაცია მომხდარიყო

მარშალ პრესი 05/10/2022
სოზარ სუბარი

ასე იყო წლების განმავლობაში და იმიტომაც არის ზოგიერთი კრიმინალი პოლიტიკოსი გარეთ, რომელიც ციხეში უნდა იყოს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც გამოგვაშვებინეს ელჩების დაჟინებული მოთხოვნით. მაგალითად გიგი უგულავა, ნიკა მელია ან არაერთი სხვა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა კელი დეგნანს ბერკეტი, რომ ჩაერიოს და ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილება მიაღებინოს.

მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო კრიმინალების მიმართ გარედან მხარდაჭერა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ისხდებოდნენ ციხეში და მოიხდიდნენ სასჯელს მშვიდად.

„ისევე როგორც როდესაც პარლამენტში არ შემოდიოდა ოპოზიცია, არავითარი კრიზისი მაშინ არ იყო, ყველა ინსტიტუტი მუშაობდა გამართულად და თუ არ შემოვიდოდა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ამით არაფერი დაშავდებოდა. როდესც ამას დაარქვეს კრიზისი, გაჭიანურებული კრიზისი და იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ გამოგვეშვა კრიმინალები, ამან გამოიწვია უფრო სერიოზული კრიზისი. ორი თვის განმავლობაში მიდიოდა ხელისუფლების რყევა, რომ რაღაცნაირად არჩევნების დელეგიტიმაცია მომხდარიყო, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პარლამენტში არ შემოდიოდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

▪„ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა“
▪„არ უნდა წყვეტდეს რომელიმე ქვეყნის ელჩი, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის დაუშვებელია“
▪„როდესაც ელჩი ზედმეტად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, ეს სუვერენიტეტის ხელყოფის ისეთი მცდელობაა, რომ ამას წინ უნდა აღუდგას ხელისუფლებაც და ხალხიც“
▪„ორი თვის განმავლობაში მიდიოდა ხელისუფლების რყევა, რომ რაღაცნაირად არჩევნების დელეგიტიმაცია მომხდარიყო“
▪„​ომში ჩართვაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს“
▪„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ დანაყოფია, ამით თავის უძლურობას ააშკარავებს“
▪„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი გადაცემაში „იმედი LIVE“

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან
Next: ომში ჩართვაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.