Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან

მარშალ პრესი 05/10/2022
ვოლსკი

რუსეთის რესურსი უკრაინის გარდა კიდევ სხვა ქვეყანაში შეიჭრას, არ არსებობს, მაგრამ რუსეთის რესურსი იმისთვის, რომ საქართველოს დარტყმა მიაყენოს ისეთი, რომ ვეღარ გავსწორდებით წელში, ეს რესურსი ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შეიჭრას.

„როდესაც ეს დიდი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო შეიძლება ამ პროცესს ისე შეეწიროს, რომ მართალი იყოს თავისი პოზიციით, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა გზა, რასაც გონივრული პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ თუ პროდასავლური კურსი ავირჩიეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, ჩვენ ეს გვჭირდება, იქ ვართ დაცულები.

ამათთვის [ოპოზიცია] ახლა მნიშვნელოვანია, რომ როგორმე ხელისუფლებაში შემოიჭრან. ბრალდებებში აიყოლიონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და შემდეგ ყვავის ფრჩხილები მოხარშა თუ დათვის ქონი, მაგას არ აქვს უკვე მნიშვნელობა. ხელისუფლებაში მოსვლა არის მთავარი თემა “, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: არ შეუძლია იმ კაცს ციხეში ჯდომა, უჭირს. მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულებია ჩადენილი
Next: სოზარ სუბარი: ორი თვის განმავლობაში მიდიოდა ხელისუფლების რყევა, რომ რაღაცნაირად არჩევნების დელეგიტიმაცია მომხდარიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.