Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რომელიმე ქვეყნის ელჩი არ უნდა წყვეტდეს, რას და როგორ კანონს მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნის სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის დაუშვებელია

მარშალ პრესი 05/10/2022
სოზარ სუბარი

ნებისმიერი პარტნიორობისთვის და მითუმეტეს საქართველოსთვის ძირის გამოთხრა არის ის, როცა ვიღაც ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას და ამაზე როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ასე იყო, გვაქვს ძალიან კონკრეტული ფაქტები. იმაზე მეტს, რაც უკვე ნათქვამი გვაქვს, აღარ ვიტყვით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანს, რომელმაც თქვა, რომ „ხალხის ძალის“ წევრები აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

„არ უნდა წყვეტდეს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ელჩი, რა კანონს და როგორ კანონს მიიღებს საქართველო. როდესაც ლაპარაკია იგივე უკრაინის კანონზე – დეოლიგარქიზაციაზე, რომელიც არის მსოფლიოში ერთადერთი კანონი, რომელმაც ძალიან მაღალი მოწონება დაიმსახურა ევროკავშირისგან, ევროკავშირის ექსპერტებისგან, ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან. ბრიტანეთის ელჩი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში მიესალმნენ და თქვეს, რომ ეს არის კარგი კანონი. კეთილი უნდა ინებოს ქალბატონმა კელი დეგნანმა და განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, რა არ მოსწონს. ეს არის ის უხეში ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, რომელიც დაუშვებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი: ამერიკელებსა და საერთოდ, პროდასავლურ ძალას, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება აქვს ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანასთან, რეგიონში ისეთი დასაყრდენი არ ჰყავს, როგორიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა
Next: გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვეუბნებით ოპოზიციას: რომელია თქვენზე ნაკლები ხელისუფლებაში, რომ მას სჭირდებოდეს კიდევ ფარდის უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მას მართავს?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025