Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მედია აკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის უორქშოპი ჩაატარა

მარშალ პრესი 05/10/2022
კომისია

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის უორკშოპი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებათ.

Post navigation

Previous: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე – ბექა დავითულიანი
Next: პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.