Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

მარშალ პრესი 04/10/2022
დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ხორვატიის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ევროპელმა სტუმრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა სეფაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ბეჟან წაქაძე, ხათუნა სამნიძე და გელა სამხარაული.

Post navigation

Previous: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა
Next: თეთრი სახლი: აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.