Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

მარშალ პრესი 04/10/2022
ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი დახურულია.

1-ელ სექტემბერს, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებულ ზარალს 1.32 ტრილიონ დოლარად აფასებს და ოფიციალურად მოითხოვს რეპარაციას.

დაახლოებით ექვსი მილიონი პოლონელი, მათ შორის სამი მილიონი პოლონელი ებრაელი, დაიღუპა ომის დროს და ვარშავა მიწასთან გაასწორეს 1944 წლის აჯანყების შემდეგ, რომელშიც დაახლოებით 200 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა⚽
Next: დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.