Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა

მარშალ პრესი 03/10/2022
პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა.

მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან – TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

„ტავ ჯორჯია“ „TAV Airports Holding“-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.

Post navigation

Previous: ანდრია გვიდიანი გიორგი ვაშაძეზე: ორი კვირის ჩამოსულ, ოჯგნობუჯუსთან თბილისში არჩევნებს რომ წააგებს კაცი და მერე ისევ სერიოზულად გააგრძელებს პოლიტიკოსობანას თამაშს, რა მასშტაბის უტიფრობაა წარმოგიდგენიათ?
Next: ზაალ ანჯაფარიძე გიორგი ვაშაძეზე: მიშამ და ადეიშვილმა გამოძერწეს სპეციალური პლასტელინისგან და დასვეს. დნება ახლა ეს პლასტელინი და კრუნჩხვებშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.