Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში NGO-ბი

მარშალ პრესი 01/10/2022
ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია – ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 3-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ და 21-ჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემებია აღმოფხვრილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიტიკის გავლენას და გავლენიან ჯგუფებს, ამას ჩვენ გვაბრალებს ადამიანების ის წრე, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებს გავლენიან ენჯეოებს. სინამდვილეში კლანი თუ სადმეა, არის ენჯეოები. ისინი საბოლოო ჯამში სერიოზულ გავლენას ახდენენ გარკვეულ პროცესებზე და მოქმედებენ კლანური პრინციპებით. სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში ენჯეოები. სასამართლოსთან დაკავშირებით როცა შენ გაბრალებენ რაღაცაზე პოლიტიკურ გავლენას, სასამართლოზე ამ შემთხვევაში, ხომ უნდა გაჩვენონ რაში იყენებ ამას, რომ რაღაცით ბოროტად სარგებლობ. სტატისტიკა რომ უმჯობესდება, ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არაფრით არ ვსარგებლობთ ბოროტად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს ზოგადად ჩვენი გავლენა ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული იგივე მოსამართლეების არჩევა და ა.შ. მაგრამ გვაჩვენონ, სად გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება ბოროტად. მარტივი სქემაა დალაგებული, თვითონ აქვთ ინტერესი, რომ დამნაშავეებს არ შეეფარდოთ სასჯელი, ეს ეხებოდა იგივე მელიას, სააკაშვილს, გვარამიას, რურუას და ა.შ. კრიმინალებს და აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება სასამართლოს ბრენდირება იმისთვის, რომ საკუთარი კლანის წევრები, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები დაიცვან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვიქტორ წილოსანი თბილისში საცობებზე: დღეის მდგომარეობით ქალაქში 20 პრობლემური კვანძი გვაქვს და აქედან 7 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის
Next: ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა 27 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 72 მილიარდი ლარი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.