Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე – ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად ხედავენ საზოგადოების განწყობას

მარშალ პრესი 01/10/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ კონტექსტს, საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძემ გამარჯვება მიულოცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და აღნიშნა, რომ სენაკში არჩევნების მოგება პრინციპული იყო, რადგან ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა. „ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ კონტექსტს, საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე, იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება ამ არჩევნებში. ჩვენს კანდიდატს მივულოცავ გამარჯვებას. ძალიან პრინციპული იყო ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება, იმიტომ, რომ უმრავლესობის საკითხი წყდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ უკვე სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები
Next: ვიქტორ წილოსანი თბილისში საცობებზე: დღეის მდგომარეობით ქალაქში 20 პრობლემური კვანძი გვაქვს და აქედან 7 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025