Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას

მარშალ პრესი 01/10/2022
თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას.

„თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის მოლაპარაკებების გზის დასრულებისკენ“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას მოაწერა ხელი.

Post navigation

Previous: ანდრია ბასილაია: „თბილისობის“ პროგრამის ფარგლებში, წელს პირველად ღონისძიებები გუდიაშვილის მოედანზეც გაიმართება
Next: სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.