Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანდრია ბასილაია: „თბილისობის“ პროგრამის ფარგლებში, წელს პირველად ღონისძიებები გუდიაშვილის მოედანზეც გაიმართება

მარშალ პრესი 01/10/2022
ანდრია ბასილაია

„თბილისობის“ პროგრამის ფარგლებში, წელს პირველად ღონისძიებები გაიმართება გუდიაშვილის მოედანზეც, რომლის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ორბელიანის პარკიდან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისობის“ ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

„დღის განმავლობაში აქ იქნება კონცერტები და საღამოსაც საინტერესო პროგრამაა დაგეგმილი. ღონისძიებები იმართება რიყის მოედანსა და ლეღვთახევშიც, სადაც საინტერესო ინსტალაციები იქნება – ისტორიული თბილისი გაცოცხლდება. წელს ღონისძიებების გამართვის ადგილებს ემატება გუდიაშვილის მოედანი, რომლის რეაბილიტაცია დასრულდა. ასე, რომ ყველას ველოდებით. მთელი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობები იქნება“, – განაცხადა ბასილაიამ.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალა“ – ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად კოორდინირებულია
Next: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.