Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი – საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომსა და რეპრესიებს

მარშალ პრესი 30/09/2022
კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან რთული საკითხი და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა ნამდვილად არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი.

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, რაც არის უმთავრესი, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Continue Reading

Previous: პაველ ჰერჩინსკი – ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი
Next: საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025