Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი – ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი

მარშალ პრესი 30/09/2022
პაველ ჰერჩინსკი

მიუღებლად მიგვაჩნია ალექსნადრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა რეაგირება უნდ აჰქონდეს ამ უპრეცედენტო ვიზიტზე.

„მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ელჩმა.

Post navigation

Previous: საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება
Next: კელი დეგნანი – საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან ომსა და რეპრესიებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.