Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი

მარშალ პრესი 30/09/2022
შალვა პაპუაშვილი

ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ვნახეთ, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა, იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით დამტკიცდა. იქვე იყო ეჭვი, როგორ შედგებოდა 9-კაციანი ჯგუფი და ნახეთ, რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით შედგა ეს ჯგუფი. ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის, ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად. ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომ ამ 19 შესაძლო კანდიდატიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც იქნება განხილვის საგანი.

ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის არის კრიტერიუმი, არამხოლოდ მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ეს იყოს ადამიანი, რომლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საერთო ჯამში, მიგვიყვანს დადებით შედეგამდე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია წარადგინა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი – ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ
Next: სახალხო დამცველის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.