Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი – ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ

მარშალ პრესი 30/09/2022
შალვა პაპუაშვილი

რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი – ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ და ამას თავადაც აღიარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თავადაც აღიარებენ, რომ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული და ის აფინანსებს მედიას, პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის თავად დეფინიცია ოლიგარქისა, ამიტომ ამაში რადიკალური ოპოზიციის ირონიაა ალბათ, რომ ეს ტერმინი ბუმერანგივით უკან მიუბრუნდათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რანაირი შინაარსიც არ უნდა მისცეს რადიკალურმა ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, საბოლოო ჯამში, ისინი ოლიგარქებს საკუთარ რიგში აღმოაჩენენ.

„კარგი რაც მოიტანა ამ მთლიანმა პროცესმა, მოიტანა აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი და არა მხოლოდ აფინანსებს, მართავს კიდეც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ხელოვნების ქურუმის ტრისტან სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა
Next: შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.