Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

მარშალ პრესი 28/09/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა.

„დღევანდელ მოვლენებსა და ერეკლე მეორის დროინდელ მოვლენებს შორის პარალელი შეიძლება გავავლოთ, როდესაც სხვადასხვა, არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოების ოფიციალური თუ არაოფიციალური წევრები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. ეს რას ემსახურება მარტივი მისახვედრია. ეს არის მესიჯი ჩვენს მტრებთან, რომ ქართულ ჯარში არის პრობლემები. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ. პრემიერის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ფაქტობრივად, გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა ქართულ ჯარში როგორც სოციალური, შეიარაღების და, ზოგადად, ყველა მიმართულებით. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა”, – აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ინტერვიუში ქართული ჯარის მიმართ წარმოებულ ორკესტრირებულ კამპანიაზე, უარგუმენტო კრიტიკაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და ჯარის საზოგადოებისგან გაუცხოებაზე ისაუბრა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ
Next: ეკოსისტემა Kaspersky OT CyberSecurity დაეხმარება ინდუსტრიულ საწარმოებს დაიცვან ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ყველა ელემენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.